Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ გაგა შურღაიას მოხსენება

2022 წლის 5 მაისს, ხუთშაბათს, თბილისის დროით 18:00 საათზე „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციისა“ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდუმთან მოქმედი „შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონის ცივილიზაციათა შემსწავლელი კომისიის“ გაერთიანებულ სხდომაზე ნეაპოლის აღმოსავლეთმცოდნეობის უნივერსიტეტის პროფესორი გაგა შურღაია წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმის ახლებური ინტერპრეტაცია“.  

შეხვედრა გაიმართება ზუმის პლატფორმაზე: https://zoom.us/j/4852017531?pwd=eU54bm5aM2dvOE43Q0IxNnZLcXVldz09

Meeting ID: 485 201 7531

Passcode: 193767

მოხსენება ეძღვნება სიახლეებს, რომლებიც არგუმენტირებულია გაგა შურღაიას მონოგრაფიაში -  „ქართლის მეფე, ვახტანგ I გორგასალი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის სათავეებთან“ (იტალიურ ენაზე, რომი, 2018 წელი, 706 გვ.).

მონოგრაფიას როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში მრავალი რეცენზია მიეძღვნა ცნობილი ბიზანტინისტების და ქართველოლოგებისა: ლუიჯი მაგაროტო, დონალდ რეიფილდი, ჯორჯო ვესპინიანი, ანტონიო კარილე, ჰანს-ქრისტიან გიუნთერი, ჰუბერტ კაუფჰოლდი, სოსო დანელია.